Friday 31 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 days ago

აშშ-ის სასამართლო განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს, რომელიც დამნაშავედ ცნეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში

აშშ-ში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დაიწყო განაჩენის გამოტანის ეტაპი 46 წლის რაფატ ამიროვისა და 41 წლის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვისათვის, რომლებიც მარტში დამნაშავედ ცნეს 2022 წელს ამერიკელი ირანელი მასიჰ ალინეჯადის დაკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. ალინეჯადი ირანის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია. აშშ-ის ფედერალური სასამართლო პროცესების დროს ხშირია, რომ ვერდიქტის გამოცხადებასა და განაჩენის გამოტანას შორის რამდენიმე თვე გავიდეს. პროკურორებმა ოთხშაბათს ორივესათვის 55 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მათი მტკიცებით რაფატ ამიროვიც და ფოილად ომაროვიც რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები არიან. პროკურორების თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამიროვსა და ომაროვს 500 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს 2009 წელს ირანიდან გაქცეულ ალინეჯადზე თავდასხმისთვის. ფოლად ომაროვი საქართველოში, უკრაინასა და ჩეხეთში ცხოვრობდა. ის ჩეხეთში დააკავეს 2023 წელს და აშშ-ს გადასცეს. ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი დიდი ხანია, ირანის ავტორიტარული ხელისუფლებისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნეა.


Latest News
Hashtags:   

სასამართლო

 | 

განაჩენს

 | 

გამოუტანს

 | 

საქართველოს

 | 

მოქალაქე

 | 

ფოლად

 | 

ომაროვს

 | 

რომელიც

 | 

დამნაშავედ

 | 

შეკვეთილი

 | 

მკვლელობის

 | 

მცდელობაში

 | 

Sources