Sunday 2 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 4 days ago

რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის რეიდების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

სულ მცირე 132 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი პოლიციის ოპერაციის შედეგად, განაცხადა ოთხშაბათს ბრაზილიის სახალხო დამცველმა. სპეცოპერაცია გაერო-ს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა, რომელიც ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში 10-დან 21 ნოემბრამდე ჩატარდება. მანამდე იუწყებოდნენ 64 დაღუპულის შესახებ, თუმცა, როგორც რიო-დე-ჟანეიროს გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ განაცხადა, ეს მხოლოდ მორგში აღწერილი ცხედრების რაოდენობა იყო. მას შემდეგ რიოს ქუჩებში კიდევ ათობით გვამი შეაგროვეს. პოლიციის თქმით, დაახლოებით 2500 ბრაზილიელმა პოლიციელმა და ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა ნარკოტიკებით მოვაჭრე შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ. ოპერაციაში ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით რეიდის დაწყების შემდეგ ბანდის სავარაუდო წევრებმა რიოს ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გზები ჩახერგეს მინიმუმ 70 ავტობუსის მეშვეობით. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია“ პოლიციის მიერ ჩატარებული სასიკვდილო ოპერაციით, მოუწოდა ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ და ხელისუფლებას შეახსენა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. პოლიციის თქმით, ოპერაცია კრიმინალური ჯგუფის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ჩატარდა.


Latest News
Hashtags:   

ჟანეიროში

 | 

პოლიციის

 | 

რეიდების

 | 

შედეგად

 | 

დაღუპულთა

 | 

რიცხვი

 | 

გაიზარდა

 | 

Sources