Friday 31 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 24 hours ago

პოლონეთის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი

პოლონეთის Mig-29-ის ტიპის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს რუსეთის Il-20-ის ტიპის სადაზვევო თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ბალტიის ზღვის თავზე მიფრინავდა. ამ კვირის განმავლობაში ეს არის მეორე ასეთი შემთხვევა. გადატაცებისას, ღამით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასშტაბური დარტყმები მიმდინარეობდა - იუწყება პოლონეთის რადიო . პოლონეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემები, ჰაერში იყო პოლონეთისა და ნატოს გამანადგურებლები. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ რუსეთის თვითმფრინავი არ შესულა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ასეთივე თვითმფრინავი პოლონეთის არმიამ სამშაბათსაც გადაიტაცა, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე.


Latest News
Hashtags:   

პოლონეთის

 | 

გამანადგურებლებმა

 | 

გადაიტაცეს

 | 

რუსეთის

 | 

სადაზვერვო

 | 

თვითმფრინავი

 | 

Sources