პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თანახმად ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
გორის საკრებულოს წევრს ქართული ოცნებიდან , 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეუფარდებული.
ბორის გოგიჩაიშვილი ჩვენებაში, რომელიც ტვ პირველმა მოიპოვა, ამბობს რომ ფალსიფიცირებული სასმელები რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს - პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ( ბორკან ) ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა შემდეგ რეალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი.
ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ”,- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის თანახმად, |ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. თუმცა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ .
ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდების მხარე ხუნდაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოთხოვს.
16 სექტემბერს გორში სპეციალურ მოწყობილ ფართში სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.
ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა.მან სულ რაღაც ორი თვის წინ დატოვა თანამდებობა.
ვლადიმერ ხუნდაძის ძმა სხვა საქმეზეა დაკავებული
22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, დააკავეს კობა ხუნდაძე. ის ვლადიმერ ხუნდაძის ძმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარის ძმაა.
22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი. კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.
სუსმა მაშინ ჩხრეკა ჩაატარა გრიგოლ ლილუაშვილის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული არაერთი ადამიანის სახლებში.
Sunday 2 November 2025
radiotavisupleba - 2 days ago
საქმე აღძრეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ
უკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს
- radiotavisuplebaГрузинская делегация упустила шанс принять участие в принятии решений «Евронеста» - депутат от Германии
- apsnyსამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
- radiotavisuplebaმერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - „ფინანსური პოლიცია“
- radiotavisuplebaთაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავა
- timerუკრაინის დაზვერვამ მოსკოვის ოლქში მილსადენის მწყობრიდან გამოყვანის შესახებ განაცხადა
- radiotavisuplebaლილუაშვილის მეჯვარე ექს-მაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრეს, საზღვარგარეთაა
- radiotavisuplebaბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
- sputnik-georgiaДжапаридзе об Eagle Hills: Общество немедленно должно получить ответ на все вопросы по сделке
- apsnyReuters-ი: უკრაინა პოკროვსკში საბრძოლველად სპეციალური დანიშნულების რაზმს აგზავნის
- radiotavisuplebaთბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს: ერთ-ერთი დაკავებული კუბის მოქალაქეა
- sputnik-georgiaველოდებით 2030 წელს და მიდგომების შეცვლას ევროკავშირის მხრიდან - საქართველოს პრემიერი
- sputnik-georgiaსომხეთი ელის, რომ მომავალ წელს ერევანში ჩავლენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები
- radiotavisuplebaსაქართველოსთვის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია - პრემიერი
- sputnik-georgiaდღეიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ
- timerრეზოლუციაში „გაყალბებულ არჩევნებსა“ და სხვა კრიტიკულ ჩანაწერებზე პასუხად „ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს „ევრონესტს“
- radiotavisuplebaვალერი გელბახიანი: “გამოძიებას ვინ დაუკვეთა მიქაძეების დაჭერა?!” მტკიცებულება არაა, ხალხი დაჭერილია, ე.ი. რა ხდება?! ვიღაცამ უთხრა “დაიჭირეთ!” ჰოდა, გვითხრან ვინ დაუკვეთა
- timerКомпания «Tikharti» выплатила почти треть контракта с Минобразования нынешнему министру культуры
- apsnyთქვენი შვილის ცოდნა რეალურ პრიზებად იქცევა – აღმოაჩინე საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია
- timerმოემზადეთ Black Friday-ისთვის – შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით
- timerმიხეილ სააკაშვილი: რუსეთი გეგმავს საქართველოს საბოლოო გადაყლაპვას, ოღონდ მანამდე აქ უნდა საბოლოოდ იქნეს ამოწურული დემოკრატიის ნარჩენები
- timerმშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის გზის გადაკეტვა და ნიღბები, არ უნდა დაისაჯოს რეიდებით ან პატიმრობით - Amnesty „პოსტსაარჩევნო ჩახშობაზე“
- radiotavisuplebaЕС: 13 000 студентов и представителей академического персонала из Грузии прошли обучение и тренинги в Европе по программе Erasmus+
- apsnyზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა დონეცკის რეგიონში შეტევისთვის 170 ათასი ჯარისკაცი განათავსა
- radiotavisuplebaПенитенциарная служба: В Ксанском пенитенциарном учреждении №15 не зафиксировано ни одного случая чесотки и туберкулеза
- apsnyსპეციალური პრიზი პატიმრობაში მყოფ ზვიად რატიანს გადაეცა - გამოავლინეს „ლიტერას“ გამარჯვებულები
- radiotavisuplebaარალეგალური ალკოჰოლის საქმეზე ბრალი შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანს წარედგინა
- sputnik-georgiaHashtags:
საქმე
|აღძრეს
|შემოსავლების
|სამსახურის
|უფროსის
|ყოფილი
|მოადგილის
|ვლადიმერ
|ხუნდაძის
|მიმართ
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny