Thursday 30 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 days ago

თბილისში ცხინვალიდან მძიმე ტრავმებით გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია

შედარებით სტაბილურია ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, განუცხადა რადიო თავისუფლებას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. 21 წლის კაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო დენის დარტყმისა და სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედიაც წერდა. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის თანამშრომელს დენმა მაშინ დაარტყა, როდესაც ცხინვალის კლინიკაში ინტერნეტის შეყვანის სამუშაოებს აწარმოებდა, დენის დარტყმის შემდეგ ის ბოძიდან გადმოვარდა. მრავლობითი ტრავმებით, ტრავმული შოკისა და გულის გაჩერების დიაგნოზით, ის გადმოიყვანეს თბილისში, სადაც მოხერხდა მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა. ცხინვალიდან პაციენტები თბილისში არცთუ იშვიათად ხვდებიან, მათ საქართველოს მთავრობის პროგრამის ფარგლებში უფასოდ მკურნალობენ. პაციენტთა ტრანსპორტირებას, როგორც წესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უზრუნველყოფს.


Latest News
Hashtags:   

თბილისში

 | 

ცხინვალიდან

 | 

მძიმე

 | 

ტრავმებით

 | 

გადმოყვანილი

 | 

პაციენტის

 | 

მდგომარეობა

 | 

შედარებით

 | 

სტაბილურია

 | 

Sources