„ძალიან ვისურვებდით, ჩინეთმა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი და არანაირი ფორმით არ ეხმარებოდეს მის გაგრძელებაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ოქტომბერს, როცა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ზელენსკიმ ილაპარაკა რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვის შემცირების მნიშვნელობაზე კრემლზე რეალური ზეწოლის მოსახდენად. მისი თქმით, ომი რომ არ იყოს, ცხადია, ცალკეული ქვეყნის საქმე იქნებოდა, ვისგან იყიდიდნენ ენერგორესურსებს, თუმცა, დღეს, მისი თქმით, რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვა უკრაინის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას უკავშირდება. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ტრამპი თუ მოახერხებდა ჩინეთის პრეზიდენტის დაყოლიებას, რომ შეამციროს რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვა, ყველას დაგვეხმარებოდა“.
რაც შეეხება ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, დევიდ ვან ვილმა გამოხატა აღტაცება უკრაინის მედეგობით და აღნიშნა: „მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია როგორი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მისთვის მისაღები“. ვან ვილის ვიზიტის დღის წესრიგში იყო უკრაინის ენერგოსექტორისთვის დახმარება (25 მილიონი ევრო) და უკრაინაში რუსეთის რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის განსასჯელად ევროსაბჭოს ეგიდით საგანგებო ტრიბუნალის შექმნა ჰააგაში. ამ ინიციატივის ძლიერი მხარდამჭერია ესტონეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნა 28 ოქტომბერს ასევე იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქში. გარდა ამისა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
„გამოვაცხადე 9 მილიონი ევროს გამოყოფა პროექტისთვის „უკრაინაში ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენა“. ამ კონტრიბუციით მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებას მისივე მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პასუხისგების მისაღწევად.
ნიდერლანდები მოწადინებულია დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში. დღეს გამოვაცხადეთ აგრეთვე 1 მილიონი ევროთი მხარდაჭერა უკრაინაში ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს რეფორმირებისთვის, რომელიც არის უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის წინა ხაზზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ვან ვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის პარასკევს ან შაბათს გაიმართება უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების მრჩეველთა შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ ომის დასრულების გეგმის შტრიხებზე. 27 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპის ლიდერები შეიმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ერთ კვირაში ან ათ დღეში. „აქსიოსისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გეგმა უნდა იყოს მოკლე და ბევრი დეტალის გარეშე.
უკრაინისა და ევროპის სახელმწიფოების ომის დასრულების გეგმაზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გაავრცელა „ბლუმბერგმა“.
Thursday 30 October 2025
radiotavisupleba - 2 days ago
ზელენსკი: ვისურვებდით, ჩინეთმა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი და არ ეხმარებოდეს მის გაგრძელებაში
დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
- timerГлава МИД: Грузия добросовестно делает всё, чтобы не быть использованной в качестве площадки для уклонения от санкций
- apsnyანგარიში გაფართოების შესახებ: საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიისგან ობიექტურობას არ ელის
- sputnik-georgiaნიდერლანდის პარლამენტის არჩევნების შედეგად პირველ ადგილს ულტრამემარჯვენეები და ლიბერალები ინაწილებენ
- radiotavisuplebaსაქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance
- timer5 წელში აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 38 მინისტრი ფიგურირებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”
- timerფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს პირი, რომელიც მე-10 სკოლასთან სახიფათო მანევრს ასრულებდა
- radiotavisuplebaПапуашвили: «Одно я» Брюсселя хвалит грузинскую власть за соблюдение санкций, в то время как «другое я» финансирует дезинформацию
- apsnyСотрудники Департамента охраны стратегических трубопроводов приняли участие в учениях «ETERNITY 2025»
- apsny«Сильная Грузия – Лело» требует создания следственных комиссий по изучение коррупции во всех муниципалитетах
- apsnyКобахидзе считает, что запрет самой активной части оппозиции установит в стране полноценную демократию
- apsnyeCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- timerლატვიაში აპროტესტებენ ქვეყნის გასვლას ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონვენციიდან
- radiotavisuplebaშეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებს შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებიათ
- radiotavisuplebaპრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოცდა
- radiotavisuplebaМерквиладзе освобожден от должности главы отдела интересов Грузии в посольстве Швейцарии в России
- apsny«Мы не согласны на онлайн-обучение» — ученики и родители 10-й школы перекрыли улицу Дадиани в Тбилиси
- apsnyВице-президент Европарламента на ПА Евронест потребовал освобождения «политзаключенных» Грузии
- apsny„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
- sputnik-georgiaთბილისში, დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა
- timerრუსეთი კალინინგრადში ტრანზიტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ლიეტუვის განცხადებას ეხმაურება
- sputnik-georgiaზურაბიშვილი:პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ
- timerსაქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საკითხზე დასკვნას აქვეყნებს
- timerარქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) – ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა
- timerსაქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
- sputnik-georgiaგალტ თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
- timerთბილისში დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა კვლავ გადაკეტეს გზა
- radiotavisuplebaილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
- sputnik-georgia„საქართველოს რკინიგზამ რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი რეისი დანიშნა
- sputnik-georgiaБДИПЧ по просьбе омбудсмена Грузии опубликует в ближайшем будущем оценку последних законодательных изменений
- apsnyსაქართველოში ვხედავთ ავტოკრატიული თავდასხმების ლაბორატორიას - გერმანელი ევროპარლამენტარი ევრონესტზე
- radiotavisupleba300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზე
- radiotavisuplebaHashtags:
ზელენსკი
|ვისურვებდით
|ჩინეთმა
|მოახდინოს
|ზეწოლა
|რუსეთზე
|დაასრულოს
|ეხმარებოდეს
|გაგრძელებაში
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer