რუსეთმა და აზერბაიჯანმა ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ილჰამ ალიევის სატელეფონო საუბრიდან მალევე გაათავისუფლეს პირები, რომელთა დაკავებასაც რამდენიმე თვის წინ დიდი რეზონანსი მოჰყვა.
პარასკევს ბაქოში სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Sputnik Азербайджан -ის მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი - რომელიც 25 ოქტომბერს ბაქოდან რუსეთში გაფრინდა, უთხრა რია ნოვოსტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ.
აზერბაიჯანული გამოცემა Minval-ი თავის მხრივ იუწყება, რომ რუსეთში გაათავისუფლეს იუსიფ ხალილოვი - რომელსაც გამოცემა მოიხსენიებს ვორონეჟში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერად და ქალაქის უმსხვილესი ბაზრის მფლობელად.
19 ოქტომბერს აზერბაიჯანი დატოვა Sputnik Азербайджан -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იგორ კარტავიხმა - რომელიც მანამდე შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, წერს მედიაზონა . რუსეთში მაშინ გაათავისუფლეს მოსკოვის სატირული თეატრის ყოფილი დირექტორი, მამედალი აგაევი.
კარტავიხი და ბელოუსოვი ბაქოში ივნისის ბოლოს დააკავეს. გამოცემა Minval-ი მაშინ მათ მოიხსენიებდა ეფესბეს თანამშრომლებად საფარის ქვეშ . რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების თანამშრომელთა დაკავებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვეთრი განცხადებები მოსკოვთან მიმართებით, აზერბაიჯანის ორი მოქალაქის სიკვდილის გამო ეკატერინბურგში განხორციელებული მასობრივი დაკავებისას. გარდა სპუტნიკის თანამშრომლებისა, ბაქოში დააკავეს რუსეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გათავისუფლებაზეც ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
თავის მხრივ, რუსეთში აგვისტოში დააპატიმრეს აგაევი - რომელსაც ბრალად დასდეს მაქინაციები სპექტაკლების საავტორო უფლებებით - და ახლა გათავისუფლებული ხალილოვი. Minval-ის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქის გათავისუფლება მოწმობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დიპლომატიურ ძალისხმევას შედეგი მოაქვს. დუშანბეში ალიევის და პუტინის შეხვედრის და სატელეფონო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში ნორმალიზება დაიწყო აზერბაიჯანული დიასპორის გარშემო სიტუაციამ .
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა გასული წლის ბოლოს - მას მერე, რაც კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩამოაგდეს საზენიტო ცეცხლით, რუსეთის თავზე. ოქტომბრის დასაწყისში დუშანბეში გაიმართა შეხვედრა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის. მოლაპარაკებისას პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად და კომპენსაციების გაცემის პირობა დადო. 24 ოქტომბერს პუტინმა და ალიევმა ტელეფონით ილაპარაკეს.
Thursday 30 October 2025
radiotavisupleba - 5 days ago
რუსეთმა და აზერბაიჯანმა ერთდროულად გაათავისუფლეს დაკავებულები
Сотрудники Департамента охраны стратегических трубопроводов приняли участие в учениях «ETERNITY 2025»
- apsny«Сильная Грузия – Лело» требует создания следственных комиссий по изучение коррупции во всех муниципалитетах
- apsnyКобахидзе считает, что запрет самой активной части оппозиции установит в стране полноценную демократию
- apsnyeCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- timerლატვიაში აპროტესტებენ ქვეყნის გასვლას ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონვენციიდან
- radiotavisuplebaშეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებს შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებიათ
- radiotavisuplebaპრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოცდა
- radiotavisuplebaМерквиладзе освобожден от должности главы отдела интересов Грузии в посольстве Швейцарии в России
- apsny«Мы не согласны на онлайн-обучение» — ученики и родители 10-й школы перекрыли улицу Дадиани в Тбилиси
- apsnyВице-президент Европарламента на ПА Евронест потребовал освобождения «политзаключенных» Грузии
- apsny„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
- sputnik-georgiaთბილისში, დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა
- timerრუსეთი კალინინგრადში ტრანზიტის შესაძლო დაბლოკვის შესახებ ლიეტუვის განცხადებას ეხმაურება
- sputnik-georgiaზურაბიშვილი:პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ
- timerსაქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საკითხზე დასკვნას აქვეყნებს
- timerარქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) – ვწუხვარ, პატრიარქს განსაცდელი დავატეხე თავს, მადლობა უწმინდესს, რომ დაიცვა ჩემი მღვდლობა
- timerსაქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
- sputnik-georgiaგალტ თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
- timerთბილისში დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა კვლავ გადაკეტეს გზა
- radiotavisuplebaილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
- sputnik-georgia„საქართველოს რკინიგზამ რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი რეისი დანიშნა
- sputnik-georgiaБДИПЧ по просьбе омбудсмена Грузии опубликует в ближайшем будущем оценку последних законодательных изменений
- apsnyსაქართველოში ვხედავთ ავტოკრატიული თავდასხმების ლაბორატორიას - გერმანელი ევროპარლამენტარი ევრონესტზე
- radiotavisupleba300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზე
- radiotavisuplebaПредставитель ПА ОБСЕ: Любой нарушитель закона должен быть привлечен к ответственности справедливым образом
- apsnyფარული გარიგებები რუსეთთან: საქართველომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა
- sputnik-georgiaМцхетско-Тбилисская епархиальная комиссия Патриархии Грузии опубликовала заключение по делу архимандрита Доротэ Курашвили
- apsnyაშშ-ის სასამართლო განაჩენს გამოუტანს საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს, რომელიც დამნაშავედ ცნეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში
- radiotavisuplebaდემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს - PACE-ს თანამომხსენებლები
- radiotavisuplebaКомитет по процедурным вопросам подтвердил подлинность подписей депутатов по конституционному иску
- apsnyГедеван Попхадзе: Голодовка стала адекватным протестом, соответствующим этой действительности
- apsnyქარელში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- sputnik-georgiaსაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
- sputnik-georgia
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia