Thursday 30 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 5 days ago

შსს-მ ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, გამოძიება 112 - ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო: „ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება. ნადიმ ხმალაძის ახლობლების ინფორმაციით, მისთვის უცნობი სამი პირი ხმალაძეს 24 ოქტომბერს სახლთან, 20:30 საათისთვის დაესხა თავს. მას თავის არეში 3-4 სანტიმეტრის ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა - მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები. ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს. ნადიმ ხმალაძე, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს შსს-ში გამოჰკითხეს კიდეც.


Latest News
Hashtags:   

ნადიმ

 | 

ხმალაძის

 | 

ცემის

 | 

ფაქტზე

 | 

გამოძიება

 | 

დაიწყო

 | 

Sources