რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში აცხადებს, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები, უკრაინა და რუსეთი ახლოს არიან დიპლომატიურ შეთანხმებასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებას.
„მგონია, რომ რუსეთი, აშშ და უკრაინა რეალურად საკმაოდ ახლოს არიან დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“, - თქვა კირილ დმიტრიევმა CNN-თან საუბრისას 24 ოქტომბერს.
დმიტრიევმა მანამდე დაადასტურა, რომ ის ამერიკაში იმყოფებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან აპირებს შეხვედრას.
აშშ-ის მედიის ცნობით, ის 25 ოქტომბერს მაიამიში შეხვდება ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს. სააგენტო TASS დმიტრიევის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ის შეხვდება სხვა პირებსაც, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რათა მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს და აიძულოს დაასრულოს ომი უკრაინაში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ „როსნეფტსა“ და კერძო კომპანიას „ლუკოილს“, რომელთა ექსპორტი მნიშვნელოვნად ავსებს კრემლის ბიუჯეტს.
„ეს ძალიან დიდი სანქციებია - რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიაზე“, - განაცხადა ტრამპმა და სანქციებს „მძლავრი ნაბიჯი“ უწოდა.
მომდევნო დღეს ბრიუსელმა მიზანში ამოიღო „როსნეფტი“ და „გაზპრომნეფტი“, კიდევ ერთი დიდი ნავთობკომპანია, რომელიც სახელმწიფო გაზის გიგანტის, „გაზპრომის“ შვილობილია.
დმიტრიევმა CNN-ს უთხრა, რომ სანქციები „ასეთი დიდი პრობლემა არ არის“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არასდროს იმოქმედებს ზეწოლის ქვეშ, ხოლო სანქციები გამოიწვევს ბენზინის ფასის ზრდას შეერთებულ შტატებში, მაშინ როცა რუსეთი უბრალოდ ნაკლებ ნავთობს გაყიდის უფრო მაღალ ფასად.
„ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი საკითხია, როგორ გავაგრძელოთ დიალოგი და როგორ მოვახდინოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება რეალისტური გადაწყვეტილებებით, ვიდრე წარმოვადგინოთ არარეალური წინადადებები“, - აღნიშნა დმიტრიევმა.
როდესაც მას ჰკითხეს, რატომ უარყოფს პუტინი ცეცხლის შეწყვეტას და ბრძოლის ხაზების გაყინვას არსებული მდგომარეობით, დმიტრიევმა განაცხადა, რომ რუსეთს არა მხოლოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა სურს. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის შეიძლება დაირღვეს ან გამოიყენოს რომელიმე მხარემ ხელახლა შეიარაღებისთვის.
დმიტრიევის თქმითვე, მას სჯერა, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტი აუცილებლად გაიმართება, თუმცა „ალბათ მოგვიანებით“.
ტრამპი პუტინს გასულ კვირაში ესაუბრა და თქვა, რომ მომდევნო კვირებში მასთან შეხვედრას გეგმავს ბუდაპეშტში, თუმცა მოგვიანებით შეხვედრა გააუქმა და აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა სხვა დროს გაიმართოს.
„რუსეთ-ამერიკის დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება ამ ინტერესებს პატივს სცემენ“, - თქვა დმიტრიევმა.
როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს ტრამპის უკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ მიუხედავად პუტინთან „ნაყოფიერი სატელეფონო საუბრებისა“, რუსეთი მაინც აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთის სამხედროების პოზიციაა, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმიან თავს.
უკრაინა თითქმის ყოველ ღამეს ხორციელდება რუსული დრონებისა და რაკეტების იერიშები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებს კიევში და სხვა დიდ ქალაქებში, შორეულად ფრონტის ხაზიდან.
როცა დმიტრიევს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა ხარკოვში საბავშვო ბაღზე ამ კვირაში განხორციელებულ თავდასხმას, დმიტრიევმა თქვა, რომ რუსეთის არმია მიზანმიმართულად არ ესხმის თავს საბავშვო ბაღებს, თუმცა „უნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კითხვა უნდა დაისვას“.
„მე არ ვარ სამხედრო“, - თქვა მან - „უბრალოდ ვმუშაობ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.
Thursday 30 October 2025
radiotavisupleba - 6 days ago
რუსეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ, რუსეთი და უკრაინა „დიპლომატიურ გადაწყვეტას“ მიუახლოვდნენ ომის დასასრულებლად
ტრამპმა ლტოლვილთა დასაშვები რაოდენობა განსაზღვრა სარეკორდოდ დაბალი მონაცემით, 7500 ადამიანით
- radiotavisuplebaზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას ეხმაურება
- timerზურგი სტკიოდა, ადგომა ვერ შეძლო, 8 საათი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა - აქტივისტი პატიმრობაში მყოფ ზინოვკინაზე
- radiotavisuplebaერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე – საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
- timerქუთაისის ახალმა მერმა საკრებულოს „საკანონმდებლო ორგანო“ უწოდა, მითითების შემდეგ კი ჩაასწორა
- radiotavisuplebaАрестован бывший заместитель министра инфраструктуры Коба Габуния, в доме экс-министра проведен обыск
- apsnyПремьер КНР пригласил Кобахидзе на церемонию открытия Китайской международной выставки импорта
- apsnyდაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა
- timerTI: შიდა ბრძოლას ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას, თუმცა წლებია, „ოცნება“ კორუფციაშია ჩაფლული
- radiotavisuplebaსვანეთის მდინარეებში წითელ ნუსხაში შეყვანილი ნაკადულის კალმახის პოპულაცია გაიზარდა
- sputnik-georgia13 წლის მოზარდს ინტიმური ვიდეომასალის გავრცელებით ემუქრებოდა: დაკავებულია ერთი პირი
- sputnik-georgiaСлужба доходов пояснила, на ком лежит обязательство по представлению ежегодной декларации на имущество
- apsnyრა განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარესთან
- sputnik-georgiaმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა
- timerდარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
- news.geშემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- timerდარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
- timerГлава МИД: Грузия добросовестно делает всё, чтобы не быть использованной в качестве площадки для уклонения от санкций
- apsnyანგარიში გაფართოების შესახებ: საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიისგან ობიექტურობას არ ელის
- sputnik-georgiaნიდერლანდის პარლამენტის არჩევნების შედეგად პირველ ადგილს ულტრამემარჯვენეები და ლიბერალები ინაწილებენ
- radiotavisuplebaსაქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance
- timer5 წელში აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 38 მინისტრი ფიგურირებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”
- timerფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს პირი, რომელიც მე-10 სკოლასთან სახიფათო მანევრს ასრულებდა
- radiotavisuplebaПапуашвили: «Одно я» Брюсселя хвалит грузинскую власть за соблюдение санкций, в то время как «другое я» финансирует дезинформацию
- apsnyСотрудники Департамента охраны стратегических трубопроводов приняли участие в учениях «ETERNITY 2025»
- apsny«Сильная Грузия – Лело» требует создания следственных комиссий по изучение коррупции во всех муниципалитетах
- apsnyКобахидзе считает, что запрет самой активной части оппозиции установит в стране полноценную демократию
- apsnyeCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- timerHashtags:
რუსეთის
|წარმომადგენელი
|ამბობს
|რუსეთი
|უკრაინა
|„დიპლომატიურ
|გადაწყვეტას“
|მიუახლოვდნენ
|დასასრულებლად
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
Грузинские фигуристы Анастасия Метелкина и Лука Берулава стали победителями Гран-при в Китае
- apsny
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia