„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თათა ფერაძე დააკავეს. მისი სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ თათა ფერაძეს 25 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ უნდა განიხილოს.
„ამ დღეს ის გზას არ კეტავდა, მტკიცებულებების გაცნობის საშუალება ჯერ არ მოგვცემია“, - ამბობს ადვოკატი.
თათა ფერაძე, დღეს 2 ნოემბერს სახლთან დააკავეს.
საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ორი დემონსტრანტის სხდომა უნდა გაიმართოს. სერგეი ყანჩელი და ლევან ბუტიკაშვილი გუშინ, პირველ ნოემბერს დააკავეს.
ამასთან, გამკაცრებული კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად, გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს ზურაბ მენთეშაშვილი, რომელმაც ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი სამი დღის წინ დატოვა.
„სამართალდარღვევის განმეორებით ჩადების გამო“ ზურაბ მენთეშაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. ის პირველი დემონსტრანტია, რომლის წინააღმდეგაც გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ადვოკატი ჯანო ჭკადუა ვარაუდობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომა ხვალ, 3 ნოემბერს გაიმართება.
უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დააპატიმრებენ.
მხოლოდ წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს.
ჯამში, გამკაცრებული კანონის ამოქმედების შემდეგ გზის გადაკეტვის მოტივით შსს-მ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.
გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, აქციები გრძელდება. დემონსტრანტები გარკვეული დროით მაინც კეტავენ რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობას.
გრძელდება აქციის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებები.
Monday 3 November 2025
radiotavisupleba - 15 hours ago
დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თათა ფერაძე
რუსთაველის გამზირზე პოლიცია ისევ აჩერებს დემონსტრანტებს, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებზე
- radiotavisuplebaბრიტანეთში დააკავეს მატარებლის მგზავრების დაჭრაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი, ორივე ბრიტანეთის მოქალაქეა
- radiotavisuplebaЗурабишвили: законы «Мечты» призваны изменить облик Грузии и превратить в отражение «северного соседа»
- apsnyბოჭორიშვილი: ევრონესტი ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა
- sputnik-georgiaდასავლეთში რუსეთის ახალი იარაღის გამოცდის ეშინიათ: ზახაროვა „ბურევესტნიკის“ შესახებ
- sputnik-georgiaБочоришвили: Делегация Евронеста не может указывать грузинскому народу, в каком направлении развивать собственную страну
- apsnyბოჭორიშვილი: საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი სამარყანდში იუნესკოს გენასამბლეაზე
- sputnik-georgiaვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს
- news.geსაპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- sputnik-georgiaთბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა
- radiotavisuplebaМинистр обороны ознакомился с ходом строительных работ на базах Командования спецопераций, авиации и ПВО
- apsnyსპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
- sputnik-georgiaკანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
- radiotavisuplebaუკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaერთი წლით პატიმრობა ემუქრება „გზის გადაკეტვის“ გამო გუშინ დაკავებულ დემონსტრანტს, ზურაბ მენთეშაშვილს
- radiotavisuplebaГрузинская делегация упустила шанс принять участие в принятии решений «Евронеста» - депутат от Германии
- apsnyსამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში დახმარება სთხოვა
- radiotavisuplebaმერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - „ფინანსური პოლიცია“
- radiotavisupleba
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
კახა კალაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: მთავარი პლატფორმა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხალხის მხარდაჭერა
- timer