Tuesday 4 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 3 days ago

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ცხედრები, რომლებიც მას გადასცეს, არა მძევლებისა

ისრაელის სამხედროებმა 1 ნოემბერს განაცხადეს, რომ წინა ღამეს წითელი ჯვრის მეშვეობით ღაზიდან მიღებული სამი ცხედარი არ იყო იმ პირებისა, რომლებიც პალესტინელთა ტერიტორიაზე მძევლებად ჰყავდათ. ისრაელის სამხედროებმა AFP-ს განუცხადეს, რომ სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ცხედრები არ ეკუთვნოდა 11 გარდაცვლილი მძევლიდან არცერთს. მძევლების გვამების გადაცემა ისრაელისთვის აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობას წარმომადგენს. ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან დაბრუნებული 17 ცხედრიდან 15 ისრაელის, ერთი ტაილანდის და ერთი ნეპალის მოქალაქეს ეკუთვნის. 10 ოქტომბრის ზავის ამოქმედებიდან ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) დააბრუნა 20 გადარჩენილი მძევალი, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იყვნენ და დაიწყო გარდაცვლილი მძევლების ცხედრების დაბრუნების პროცესი. ისრაელი ჰამასს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში, რადგან ისინი საკმარისად სწრაფად არ დააბრუნა, თუმცა პალესტინური დაჯგუფება აცხადებს, რომ ღაზის ნანგრევებში დამარხული გვამების პოვნას დრო დასჭირდება.


Latest News
Hashtags:   

ისრაელის

 | 

არმია

 | 

აცხადებს

 | 

ცხედრები

 | 

რომლებიც

 | 

გადასცეს

 | 

მძევლებისა

 | 

Sources