Tuesday 4 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 9 days ago

კოსოვოს პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი ალბინ კურტის მთავრობას

კოსოვოს პარლამენტმა 26 ოქტომბრის კენჭისყრაზე არ დაუჭირა მხარი მოქმედი პრემიერმინისტრის - ალბინ კურტის მთავრობას, რამაც აჩვენა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა კვლავ ვერ შეძლეს კომრპომისის მიღწევა. ალბინ კურტის ახალი მანდატის მისაღებად სჭირდებოდა მინიმუმ 61 ხმა. 26 ოქტომბერს ერთი საათისა და 15 წუთის დაგვიანებით დაწყებულ საგანგებო სხდომაზე მას მხარი დაუჭირა 56-მა დეპუტატმა, 52 წინააღმდეგი იყო. სამთავრობო კოალიციაში შესვლას არც ერთი საპარლამენტო პარტია დათანხმდა. მიღებული შედეგი აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში და ვადამდელ არჩევნებს სახავს ერთადერთ გამოსავლად. კვირის სხდომის დახურვისას კოსოვოს პარლამენტის (ასამბლეის) სპიკერმა დიმალ ბაშამ განაცხადა, რომ ახლა პასუხისმგებლობა გადადის კვლავ პრეზიდენტ ვიოსა ოსმანიზე. კენჭისყრამდე კურტიმ მიმართა დეპუტატებს: „ჩვენ ვართ ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში. ისევე, როგორც ამ ოთხი წლის განმავლობაში, მუდამ მზად ვიქნები მსჯელობისთვის“. პოლიტიკური კრიზისის გამო, კოსოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეიძლება მოუხდეს დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტისა და არაქმედითი ინსტიტუტების გარეშე. საპარლამენტო არჩევნები კოსოვოში 9 თებერვალს ჩატარდა და დღემდე ვერ მოახერხა ახალი ინსტიტუტების ფორმირება, ვინაიდან მიუხედავად მმართველი პარტიის გამარჯვებისა, მიღებულმა შედეგმა (41%) ის იძულებული გახადა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ეძებნა კოალიციური პარტნიორები, რაშიც წარმატებას ვერ მიაღწია. ინსტიტუციური კრიზისი კოსოვოს შესაძლოა მილიონობით ევროს ზარალად დაუჯდეს. საერთაშორისო პარტნიორები კოსოვოს მოუწოდებენ ინსტიტუტების ფორმირებისკენ, სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. პრემიერმინისტრ ალბინ კურტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელში მონაწილეობაზეც ამჯერად უარი არ თქვეს სერბმა კანდიდატებმა და რომელშიც პარტია „სერბულმა სიამ“ სერბი უმრავლესობით დასახლებული 10 მუნიციპალიტეტიდან 9-ში გაიმარჯვა.


Latest News
Hashtags:   

კოსოვოს

 | 

პარლამენტმა

 | 

დაუჭირა

 | 

მხარი

 | 

ალბინ

 | 

კურტის

 | 

მთავრობას

 | 

Sources