თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ოქტომბერს, დილის 3 საათამდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისათვის დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომები.
ზვიად კვარაცხელიას, მწერალს, გამომცემელსა და პუბლიცისტს, მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა:
„გზა მე კი არა, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაკეტა. ამის გასაპროტესტებლად გამოვდივარ რუსთაველის გამზირზე“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ რეჟისორ გიორგი ლიფონავასაც. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამთენიის 3 საათისთვის გამოაცხადა.
პოლიტპატიმრად მიჩნეული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. შსს მის პატიმრობას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ის „45-ჯერ არის დაჯარიმებული“. ზურაბ ცეცხლაძე აცხადებდა, რომ მის მიმართ გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრებულია და გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადადიოდა, როცა საპატრულო ეკიპაჟს ჩაკეტილი ჰქონდა ხოლმე მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
აქციაზე ნიღბის ტარების გამო;ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;გზის გადაკეტვისთვის.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
Monday 3 November 2025
radiotavisupleba - 9 days ago
24 ოქტომბრის ღამეს მოსამართლეებმა რამდენიმე დემონსტრანტი გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში
რუსთაველზე კამერების დაზიანების გამო დაკავებულების განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა
- radiotavisuplebaПо рейтингу долгосрочного видения правительство Грузии вошло в тройку лучших в Европе - «Грузинская мечта»
- apsnyრა ეტაპზეა რუსეთის გეგმა საქართველოზე: რა შესრულდა, რა ვერა და რას უნდა ველოდეთ – გივი თარგამაძე
- timerშსს-მ რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელმაც არასრულწლოვანის გამოსახულებით პორნოგრაფიული მასალა შეიძინა და ინახავდა
- timerკობახიძე 5 მინისტრთან და სებ-ის პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა შანხაიში, სადაც მათ პრემიერი მასპინძლობს
- radiotavisuplebaКобахидз: Роль каждого дипломата в достижении внешнеполитических целей Грузии и укреплении её суверенитета — особенная
- apsnyშიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილემ, პოლიციის მიერ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ - ადვოკატი
- radiotavisuplebaრუსთაველის გამზირზე პოლიცია ისევ აჩერებს დემონსტრანტებს, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებზე
- radiotavisuplebaბრიტანეთში დააკავეს მატარებლის მგზავრების დაჭრაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი, ორივე ბრიტანეთის მოქალაქეა
- radiotavisuplebaЗурабишвили: законы «Мечты» призваны изменить облик Грузии и превратить в отражение «северного соседа»
- apsnyბოჭორიშვილი: ევრონესტი ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა
- sputnik-georgiaდასავლეთში რუსეთის ახალი იარაღის გამოცდის ეშინიათ: ზახაროვა „ბურევესტნიკის“ შესახებ
- sputnik-georgiaБочоришвили: Делегация Евронеста не может указывать грузинскому народу, в каком направлении развивать собственную страну
- apsnyბოჭორიშვილი: საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი სამარყანდში იუნესკოს გენასამბლეაზე
- sputnik-georgiaვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს
- news.geსაპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- sputnik-georgiaთბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე გოგა მემანიშვილმა შეცვალა
- radiotavisuplebaМинистр обороны ознакомился с ходом строительных работ на базах Командования спецопераций, авиации и ПВО
- apsnyსპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
- sputnik-georgiaკანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
- radiotavisuplebaუკრაინის დაზვერვამ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხუთი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინა
- radiotavisuplebaHashtags:
ოქტომბრის
|ღამეს
|მოსამართლეებმა
|რამდენიმე
|დემონსტრანტი
|გაუშვეს
|ადმინისტრაციულ
|პატიმრობაში
|
40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი
- radiotavisupleba
«Сильная Грузия-Лело» требует признать неконституционным принятый «Грузинской мечтой» закон о запрете партий
- apsny
წილოსანი: საქართველოს სუვერენიტეტი არ გაიცვლება ვიზებსა და დასავლეთის აპლოდისმენტებში
- sputnik-georgia
სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა
- timer
სითი მოლი 14 წლისაა – გადაიხადეთ საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და მიიღეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა
- timer