Sunday 2 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

დააკავეს ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები, რომელთაგან ერთი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

25 ოქტომბრის საღამოს პარიზში, რუასი-შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც ალჟირში გაფრენას გეგმავდა, - ამის შესახებ იტყობინება France Info გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. Le Figaro-ს ცნობით, მეორე ეჭვმიტანილი სენ-დენის რაიონში დააკავეს. მოგვიანებით, პარიზის პროკურორმაც დაადასტურა ორი პირის დაკავების ფაქტი. სულ ლუვრიდან ექსპონატების ქურდობასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი იძებნება. ორმა მძარცველმა მუზეუმის აპოლონის გალერეაში ავტო-ამწის გამოიყენებით შეაღწია, კიდევ ორი კი თანამზრახველებს სკუტერებით გაქცევაში დაეხმარა. პარიზის პროკურორის ცნობით, დამნაშავეების ძებნაში 100-ზე მეტი გამომძიებელია ჩართული. 19 ოქტომბერს ლუვრში შეაღწია ოთხმა ბოროტმოქმედმა, რომლებმაც საიმპერატორო კოლექციიდან გაიტაცეს ცხრა ექსპონატი. გატაცებული ნივთების ღირებულება 88 მილიონი ევროა. გადატანილ ნივთებს შორისაა ძირითად ექსპოზიციაში შემავალი სამეფო რეგალიების და სამკაულების ნაწილი. მოგვიანებით, ლუვრის მუზეუმის ღირებული ექსპონატების ნაწილი დროებით განათავსეს საფრანგეთის ბანკში. ბანკის მთავარი სეიფი განთავსებულია 26 მეტრის სიღრმეში და ის ქვეყნის ოქროს მარაგის 90-მდე პროცენტს ინახავს. ამ სეიფს ერთ-ერთ ყველაზე დაცულად მიიჩნევენ მსოფლიოში. მანამდე იქ ინახებოდა ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები, რომელთა ღირებულება 600 მილიონ ევროს აჭარბებს. ლუვრის დირექტორმა ლორენს დე კარმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


Latest News
Hashtags:   

დააკავეს

 | 

ლუვრის

 | 

ძარცვაში

 | 

ეჭვმიტანილები

 | 

რომელთაგან

 | 

ქვეყნის

 | 

დატოვებას

 | 

ცდილობდა

 | 

Sources